არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან არ ყოფილა დაყენებული არცერთი საკითხი, რომელიც ჩვენს პოზიციებს სცდება - მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის შერჩევაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან არ ყოფილა დაყენებული არცერთი საკითხი, რომელიც სცდება ჩვენს პოზიციებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღეს საღამომდე ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრებიდან გამომდინარეობს. შევეცდებით, რომ ჩვენი აზრები, პოზიცია ამ გადაწყვეტილებაში იყოს ნაკლებად და მთლიანად, გადაწყვეტილებას მივანდობთ იმ გეგმას, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება დასახელებული, მათ, ანუ პოლიტიკურ სუბიექტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ, რაიმე შეუთავსებლობა მათ მიერ დაყენებულ საკითხებთან ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროპული რეკომენდაციის მეთორმეტე პუნქტზე, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას ეხება, მმართველმა გუნდმა შეხვედრა მესამე სექტორთან გამართა. რეკომენდაციის მიხედვით, სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა მიენიჭოს და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.