ირაკლი ღარიბაშვილი მრავალფუნქციურ ყინულის კომპლექს Humo Arena-ზე იმყოფებოდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად მრავალფუნქციურ ყინულის კომპლექს Humo Arena-ზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს ყინულის კომპლექსის შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა მიაწოდა.

მრავალფუნქციური ყინულის კომპლექსი Humo Arena 8.77 ჰა მიწის ფართობზეა განთავსებული და 12 500 ადამიანზეა გათვლილი.
არენა ტაშკენტში ოფიციალური ღონისძიებების, კონკურსების, გამოფენებისა და კონცერტების გასამართად არის განკუთვნილი და აგებულია "ტრანსფორმატორის" პრინციპით, რაც შესაძლებელს ხდის, ტერიტორია ძალიან მოკლე დროში სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გასამართად მოეწყოს.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ტაშკენტის მერიაშიც იმყოფებოდა, სადაც სიტუაციური ცენტრი დაათვალიერა.