ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა.

ამასთან, 20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.