"ვიმყოფებოდით ახმეტაში და მოსახლეობასთან საუბარში გამოიკვეთა, რომ არსებობს ძალიან დიდი მიწის ფართობი, სავარგულები, რომელიც არის დამუშავებული, მაგრამ არ აქვთ წყალი..." - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მინდა აღვნიშნო მელიორაციის საკითხი. 2 დღის წინ ვიმყოფებოდით ახმეტაში და იქ მოსახლეობასთან საუბარში გამოიკვეთა, რომ არსებობს ძალიან დიდი მიწის ფართობი, სავარგულები, რომელიც არის დამუშავებული, მაგრამ არ აქვთ წყალი, ანუ არ არის გაწყლოვანება, ასე რომ, ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია დღეს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მომდევნო 3 წელიწადში, 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, ამ მომდევნო 3 წელიწადში, 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ შეეძლებათ, რომ მეტი ფართობები დაამუშაონ და ისარგებლონ ამ ჩვენი სიმდიდრით, რომელიც არის მიწა. ამას უკავშირდება სწორედ ის პროექტი, რომელიც ჩვენ 2 დღის წინ დავაანონსეთ, ბატონ რატი ბრეგაძესთან ერთად, მიწის რეგისტრაცია, რომელიც აუცილებელია. 1 200 000 ჰა მიწა დღეს არის დაურეგისრირებელი. არის სრული ქაოსი და არ ვიცით, ვის ეკუთვნის ეს მიწა, არის სახელმწიფოსი, კერძო სექტორის, თუ ა.შ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ინტეგრირდება ჩვენს პროექტებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.