"იწყება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება ბატონი თორნიკე რიჟვაძე, მას აქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროგრამა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. ეს იქნება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისხტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამას დღესვე დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.