"რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ის, რაც ხდება უკრაინაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თანადგომისა და მხარდაჭერის მორიგი ნათელი გამოხატულებაა" - ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ის, რაც ხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თანადგომისა და მხარდაჭერის მორიგი ნათელი გამოხატულებაა. მითუმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრი მორავიეცკი პირადად იყო ჩასული კიევში. იგი შეხვდა უკრაინელ ლიდერებს და პირადად გამოხატა სოლიდარობა და თანადგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ის დიდი უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში.


„რაოდენ სიმბოლურია, რომ დღეს, პოლონეთისა და ევროპის გამორჩეული ლიდერის, საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ კაჩინსკის მონუმენტს ჩვენ ერთად გავხსნით ბათუმში.

სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ის დიდი უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ჩვენ უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი, საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2008 წელს. მე ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად, ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა პრემიერმა.