"მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ვინაიდან ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

„მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.