"ვფიქრობ, 90 %-ია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის ახალი თავდასხმა ამ თვის ბოლომდე განახორციელოს" - ჰოჯესი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქვეყანა მომდევნო 48 საათის განმავლობაში დატოვონ. პარასკევს, თეთრს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ რუსეთს საკმარისი სამხედრო ძალა აქვს მობილიზებული იმისთვის, რომ უკრაინაში ნებისმიერ დროს შეიჭრას.

რუსეთის ჯარი უკრაინას სამი მხრიდან ჰყავს გარშემორტყმული. კრემლის სამხედრო გემების ერთი ნაწილი შავ ზღვაში კვირის დასაწყისში შევიდა. მომავალი კვირის განმავლობაში მათ კიდევ რამდენიმე გემი შეუერთდება. ამ ფონზე, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში, ბელარუსში და ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო. გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაზე რაიმე სახით თავდასხმის ალბათობა თვის ბოლომდე 90 %-ია.

„არ მაქვს დეესკალაციის არანაირი განცდა“, უთხრა ჰოჯესმა „ამერიკის ხმას“. „მოსკოვიდან არანაირი სიგნალი არ მოდის, რომ სიტუაციის განმუხტვა სურთ, პირიქით. ვფიქრობ, 90 %-ია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის ახალი თავდასხმა ამ თვის ბოლომდე განახორციელოს“.

 

წყარო: ამერიკის ხმა