„ენჯეოები“ მალე კრიზისში შევლენ, პოლიტიკოსები კი ერთმანეთს ჭამენ და მათი ერთად დგომაც ხალხს შლის“-იაგო ხვიჩია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აქცია წარმატებული იყოს.

იაგო ხვიჩიას თქმით, „საჭიროა ოპოზიციაში პოლიტიკური პროცესის რეალური გახსნა და ხალხის შემოშვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

„აქციის წარმატებისთვის საჭიროა, მას ხალხი სულ ემატებოდეს და არა – აკლდებოდეს. ამას კი სჭირდება პოლიტიკოსები, რადგან „ენჯეოები“, მათი პროფილიდან გამომდინარე, მალე კრიზისში შევლენ. პოლიტიკოსები კი ერთმანეთს ჭამენ, იდეა არ აქვთ და მათი ერთად დგომაც, საბოლოოდ, ხალხს შლის. ამიტომაა საჭირო ოპოზიციაში პოლიტიკური პროცესის რეალური გახსნა და ხალხის შემოშვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ენჯეოებმა“ თუ რამე შეიძლება კარგი გააკეთონ აქციის შემდგომი წარმატებისათვის, უცხოელი პარტნიორების სახელით, ოპოპოლიტიკოსები უნდა დაგვსვან საჯაროდ ერთმანეთთან და რამეზე შეთანხმება მოგვთხოვონ, რის შესრულებაზეც მომავალში ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას. ხალხმა და პარტნიორებმა ეს პროცესი ერთად უნდა ნახონ, რათა წარმოიდგინონ, რას ჰპირდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ მოგების შემთხვევაში“, – წერს იაგო ხვიჩია.