„შეცდომაში არ შეგვიყვანოს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ოპოზიციონერის გამარჯვებამ... ის იმ მთავარი სეპარატისტული მოძრაობის ლიდერია, რომელმაც 90-იან წლებში განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა თბილისს“ - ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

 ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური ჩაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედმა დეფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა პირველივე ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა. წინასწარი შედეგებით, ლიდერობს პარტიანიხას“-ის თავმჯდომარე, ალან გაგლოევი.

ცხინვალის .. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 11 აპრილს, გამოქვეყნებული მონაცემებით, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, გაგლოევს 36.9% აქვს, ხოლო ოკუპირებული რეგიონის მოქმედ, .. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 33.5%. .. საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ 3 კანდიდატი მონაწილეობდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებული .. საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმები 50%-ზე მეტ ვერც ერთმა კანდიდატმა მოაგროვა და გაგლოევის და ბიბილოვის მონაწილეობით, მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში .. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა.

საინტერესოა, რისი მანიშნებელია ე.წ. არჩევნებში ბიბილოვის მარცხი და აქვს თუ არა განსხვავებული ხედვა და მსოფლმხედველობა ოპოზიციონერ გაგლოევს რუსეთთან და ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობის თვალსაზრისით? - ამ და სხვა საკითხებზე „ვერსია“ კავკასიის საკითხების ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

_ ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიბილოვმა რაც თქვა, ვერაფერი შეასრულა. დეფაქტო პრეზიდენტები ხალხს პირდებიან „ოქროს მთებს“. ცხინვალი პატარაა, სულ 40 000 ათასამდე ამომრჩეველია და ერთი შეხედვით, ბევრი რამ დამოკიდებულია მოსკოვზე, სინამდვილეში კი სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა პიროვნებას უჭერს ხოლმე მხარს. ისეთი დაძაბული მდგომარეობაც კი იყო, როცა თედეევის დასახმარებლად ჩამოვიდა რუსული ელიტა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა, რადგან ფეესბეს გუნდი უჭერდა მის მოწინააღმდეგეს მხარს, თან ცხინვალში ყველა ყველას იცნობს და ვიწრო წრეში ხდება ხოლმე პრეზიდენტის არჩევა. საქმე ისაა, რომ რასაც არ უნდა დაპირდნენ, შესრულება არარეალურია. ბიბილოვმა თავის დროზე „ჭკუა იხმარა“ და დაპირდა ხალხს რუსეთთან შეერთებას, 2017 წელს დაგეგმა რეფერენდუმი, მაგრამ მოსკოვმა არ ჩაატარებინა. ახლაც ამ სატყუარით აპირებდა გამარჯვებას, მაგრამ ძალიან ცუდი ამბები დაემთხვა წინა დღეებში - ეს იყო უკრაინის ომი და იქ ჯარისკაცების გაგზავნა, რისი მთავარი აგიტატორიც თავად ბიბილოვი იყო. ეს კი იმით დამთავრდა, რომ 300 კაცი გამოიქცა ომიდან, უამრავი დაიჭრა და დაიღუპა, ზოგი კი ტყვედ ჩავარდა. ეს ხალხმა არ აპატია, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლებოდა, მოქცეულიყვნენ ისე, როგორც აფხაზები, სადაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოხალისეების გარდა, ომში არავინ წასულიყო. სინამდვილეში აფხაზებიც მოხვდნენ ომში, მაგრამ ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი არ გამოიწვია და ცხინვალში ჰგონიათ, რომ აფხაზები ომში არ წაუყვანიათ.

_ ბიბილოვმა 2017 წელს რეფერენდუმის ჩატარება ვერ შეძლო, ახლა რატომღა წამოიწყო ეს საკითხი, საინტერესოა...

_ ივნისში დაგეგმა ეს რეფერენდუმი და თუ ბიბილოვმა ვერ მოიგო ეს არჩევნები... თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ ძალიან სერიოზული ძალები ჩაერთვებიან, რათა ბიბილოვმა გაიმარჯვოს. ალან გაგლოევიც არ არის უბრალო ადამიანი, მასაც თავის გავლენები აქვს, განსაკუთრებით რუსულ სპეცსამსახურებში, რომლებიც ადგილზე მუშაობენ. ცხინვალში კი ბევრად მეტია ფეესბე-ს წარმომადგენლობა, ვიდრე აფხაზეთში. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს, ეს ყველაფერი ჩამოშლილია და ამას დაემთხვა რუსეთის ოფიციალური განცხადებაც, რომ აფხაზებს და ოსებს წელს ვერ დაეხმარება. ამასთან, სანქცირებულია რუსეთი და ძალიან მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკურად, ტვირთბრუნვის თვალსაზრისით. ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოსკოვიდან არა მხოლოდ თანხას იღებდნენ, არამედ პროდუქტი შემოჰქონდათ, რასაც იმ მოცულობით ვეღარ შეძლებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრანსპორტირება გაძვირებულია, თან რუსეთი კორუმპირებული ქვეყანაა და ყველას ფული უნდა მისცე, რომ პროდუქტი შემოიტანო. ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსული სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ხომ არ არის და ამის გამო დიდი ბიუროკრატიაა იმისთვის, რომ შემოიტანო, მაგალითად, ცოტა რაოდენობის პურის ფქვილი. ამისთვის უზარმაზარი გადასახადია საჭირო. ვთქვათ, სომხეთმა რომ რუსეთიდან შეიტანოს პროდუქცია, სხვანაირი რეგულაციები მოქმედებს, რადგანაც ის რუსული სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, ცხინვალის შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია. მოკლედ, არიან დიდ გაჭირვებაში ეს უბედურ დღეზე გაჩენილები და იმისთვის, რომ მათი ყურადღება გადავიტანოთ სხვა რამეზე და მათი ინტერესები გავააქტიუროთ სხვა შეთავაზებებით, ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, არაფერს ვაკეთებთ. თორემ ახლა ყამირია აფხაზეთშიც და ცხინვალშიც...

_ აფხაზეთის ვითარებაც საინტერესოა. სხვათა შორის, ამას წინათ სტატია გავრცელდა სათაურით - „არ შეგეშალოთ აფხაზები ოსებში“ რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის კონტექსტში...

_ თავისთავად, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს საკითხი მოხსნილია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეკონომიკურ ნაწილზე ვისაუბრებ. იქ ფიქრობენ, რატომ უნდა შევუერთდეთ რუსეთს, რომელიც უახლოესი ათწლეული იქნება სანქციების ქვეშ და ისედაც დანგრეული ეკონომიკა, კიდევ უფრო დაგვენგრესო?! ამ დროს ჩვენ, ენგურს აქეთ, სხვა პირობებში ვცხოვრობთ და შეგვიძლია, გარკვეული პრეფერენციების მიღწევა, მაგრამ ამას სჭირდება სურვილი და თავი.

_ ხედავთ პერსპექტივას, რომ ოფიციალური თბილისი გაააქტიურებს ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის საკითხს?

_  არ ვიცი, ოფიციალური თბილისი რა ნაბიჯებს გადადგამს იმიტომ, რომ სამინისტროში, რომელიც ამ მიმართულებით საქმიანობს, არ ვიცი, პოლიტიკური ნება არ არსებობს თუ სამინისტროს ხელმძღვანელობას არ შეუძლია ამის გაკეთება... ვხედავ იმას, რომ ჩვენ შანსს ვუშვებთ ხელიდან და ეს მაწუხებს ყველაზე მეტად.

_ ბატონო მამუკა, რადგანაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დეფაქტო არჩევნებში ოპოზიციონერი იმარჯვებს, ჩნდება განცდა, რომ მას განსხვავებული ხედვა ექნება რუსეთთან და საქართველოში ინტერგრაციასთან დაკავშირებით... ეს რეალურია?

_ არა, ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ეს იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ვინც 90-იან წლებში განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა თბილისს. მთავარი სეპარატისტული ორგანიზაციის ლიდერია ეს კაცი. პიროვნება, რომელიც იყო რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების ნაწილი, მისი მსოფლმხედველობა და მიდგომა იქნება ზუსტად იგივე, უბრალოდ, ის არის ახალი. ბიბილოვმა თავის მოჭამა და თავიდანვე ვამბობდი, ცხინვალში დეფაქტო პრეზიდენტები ასე სწრაფად ზუსტად იმის გამო იცვლებიან, რომ ვერ ახერხებენ თავის დაპირებების შესრულებას და არსებული სოციალურ-ეკონომიკური სურათის გამოსწორებას. ვერც მოახერხებენ, რადგან ამას უამრავი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს.

_ ე.ი. ბიბილოვი გაიმარჯვებდა თუ გაგლოევი - ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, არა?

_ დიახ, უბრალოდ, გაგლოევის პიროვნულ თვისებებს დიად არ ვიცნობ. ბიბილოვი რომ გათახსირებული პიროვნება იყო, ფაქტია. მაგალითად, ჩიბიროვი სხვა პიროვნება იყო, მასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია შეიძლებოდა. კოკოითთან წარმოუდგენელი იყო მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს შემოუთვალა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთო. ამაზე უარი უთხრეს და დაიწყეს კამპანია „კოკოითი ფენდერასტ“, რომელიც რითი დამთავრდა, გახსოვთ...