116 ახალი სტატია

ქართველი მოჭიდავეების ფრანგული ტრიუმფი და სხვა სპორტული ქრონიკები

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, საფრანგეთის გრან-პრი ჩატარდა. ქართველი ფალავნები ათივე წონაში იყვნენ წარმოდგენილი და ათიდან ცხრამ მედალი აიღო. ჩემპიონები ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლები დავით ტლაშაძემ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) აიღეს, ბრინჯაო კი ლადო ხინჩეგაშვილს (65 კგ), ბექა ბუჯიაშვილსა (57 კგ) და ირაკლი მწითურს (92 კგ) ხვდათ წილად. რაღა თქმა უნდა, საერთო გუნდირ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
თავისუფალი სტილთ მოჭიდავეთა შემდეგ, ხალიჩაზე კლასიკური სტილით მოჭიდავეები გავიდნენ. აქ ჩვენი მონაგარი შედარებით მოკრძალებული იყო - ერთი ორქო და ორი ბრინჯაო. ჩემპიონი 97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელია გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი სულხან ბუიძე (130 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ) დაეუფლნენ.

ძიუდოისტებმა დოჰა მოიარეს
2021 წლის სეზონი ძიუდოისტებმა დოჰას ტურნირით დაიწყეს. საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იყო წასული და შედეგსაც შესაბამისს ველოდით. ოქროს მედლები ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპოვეს, ფინალი წააგო ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) და ლაშა ბექაურმა (-90 კგ) კი ბრინჯაოს მედლები ირგუნეს.
სამწუხაროდ, უფერულად იასპარეზა გურამ თუშიშვილმა. აშკარაა, მან შეკრებაზე რაღაც დააკლო, სათანადოდ ვერ მოემზადა და ფორმაშიც არ იყო, რაც ოლიმპიურ წელს ძალიან ცუდია, მით უმეტეს, აღნიშნულ ტურნირზე ჭიდაობდა ტედი რინერი და ბადეც ისე იყო დალაგებული, თუშიშვილი რინერს ფინალამდე არ შეხვდებოდა, თუმცა ფინალს ვინ ჩივის, გურამი ჯგუფიდანაც ვერ გავიდა, რინერმა კი მძიმე წონა მშვიდად მოიგო.
სხვათა შორის, ტურნირის საუკეთესო კაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა. მან მთელი შეჯიბრი, მართლაც, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და დღეის მდგომარეობით, საქართველოში კი არა, საკუთარ წონაში მსოფლიოში კონკურენტი არ ჰყავს.

კაკნავა „ვალენსიენში“ გადავიდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკვაკარიერას ფრანგულ „ვალენსიენში“ გააგრძელებს. ეს გუნდი საფრანგეთში რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, დღეის მდგომარეობით, მეათე ადგილზეა და უძლიერესთა შორის გადასასვლელ საპლეიოფო მეხუთე ადგილს რვა ქულა აშორებს.
ჯაბას საფრანგეთში თამაშს გამოცდილება აქვს და წესით, ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს. ბოლოს ის ყაზახეთში თამაშობდა და გუნდი კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვა. ჯაბას თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე ეპატიჟებოდა, თუმცა კაპიტანმა საქართველოში დაბრუნება არ ისურვა და კარიერას კვლავ ევროპაში აგრძელებს.

ტოჩინოშინი უარყოფითი ბალანსისკენ მიდის
იაპონიაში მიმდინარე სუმოისსტთა ტურნირზე წარუმატებლად ასპარეზობს ლევან გორგაძე. ტოჩინოშინმა 8 შეხვედრა გამართა და 2 მოგების წილ, 6 მარცი აქვს. უარყოფითი ბალანსის გასაფორმებლად, მას დარჩენილ 7 შეხვედრაში, 2 მარცხიც ყოფნის და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლევანი ამ ტურნირზეც შეხვეული მუხლით, ანუ ტრავმირებული ასპარეზობს, მძიმე სიტუაციიდან გამოძრომა და 7-დან 6 შეხვედრის მოგება ძალიან გაუჭირდება.
ბათო ჯაფარიძე