მამარდაშვილი გვინდა, მაგრამ 100 მილიონი ძვირია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „ტოტენჰემის“ კაპიტანს, უგო ლორისს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. 36 წლის კიპერი დამაჯერებელი არც მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო და პრემიერ-ლიგაშიც იმდენი შეცდომა დაუშვა, გუნდის თავკაცი, ანტონიო კონტე უკმაყოფილებას არ მალავს. ყველა თანხმდება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ლორისი „ტოტენჰემს“ დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „მამლებს“ ახალი მეკარე სჭირდებათ.

ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ტოტენჰემის“ იტალიელ თავკაცს, ლორისის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილი სურს, თუმცა... ახალი კონტრაქტის თანახმად, რომელიც ქართველმა მეკარემ „ვალენსიასთან“ გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. ეს ციფრი კი ლონდონელებს ძალიან, ძალიან ეძვირებათ. გასაგებია, რომ მამარდაშვილის გადაბირების შემთხვევაში, მისი ასაკის გათვალისწინებით, კლუბი მეკარის პრობლემას 10 წლით მაინც მოაგვარებს, მაგრამ 100 მილიონი მაინც უზარმაზარ თანხად მოჩანს. ამიტომ, კონტეს სიაში სხვა მეკარეებიც არიან, მაგრამ თუ „ღამურები“ ფასს დააკლებენ, პირველ რიგში მოლაპარაკებები. სწორედ, გიორგის თაობაზე დაიწყება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე