ტოჩინოშინმა გამარჯვებით დაიწყო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ ასაკისა და ქრონიკული ტრავმის გამო, ფავორიტად აღარ მოიაზრება, ერთადერთი ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, კოლეგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და იაპონელი გულშემატკივარი მის გამოსვლას მოუთმენლად ელის ხოლმე. აგერ, სექტემბრის ბაშო დაიწყო და ქართველი ისევ საქმეშია.

ლევანი ტურნირზე მერვე მაეგაშირას ტიტულით ჭიდაობს და პირველი ორთაბრძოლა ონოშოსთან გამართა. ტოჩინოშინმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და იმედია, აღნიშნული ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებას მოახერხებს. რომ არა მუხლის ტრავმა, ლევანს კარიერის განმავლობაში, გაცილებით მეტი შედეგის ჩვენება შეეძლო და ამას იაპონელი ექსპერტებიც აღიარებენ.