ძიუდოისტებმა ანტალია დაიპყრეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გასულ უქმეებზე გამართული გრანდ-სლემი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა. -73 კგ-ში, გიორგი ტერაშვილმა ყველასთვის მოულოდნელად ძალიან კარგად იჭიდავა და ოქროს მედალი მოიპოვა. მოულოდნელად კი იმიტომ, რომ ტერაშვილი მხოლოდ 19 წლისაა და ეს მისთვის პირველი დიდი ტურნირი იყო. თანაც, მან ფინალში იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონი, ლომბარდო დაამარცხა, რასაც მართლა არავინ ელოდა. ისე, გიორგი 16 წლის იყო, დიდებში საქართველოს ჩემპიონი რომ გახდა და ეს ბიჭი მომავალში თავის სიტყვას აუცილებლად ხმამაღლა იტყვის.

მოლოდინისამებრ, ოქროს მედალი მოიპოვა +100 კგ-ში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა, რომელიც ფინალში ცოტა მოდუნდა და მეტოქისგან ერთი ვაზარი გაუშვა, თუმცა შემდეგ აშკარად გაბრაზება დაეტყო და ლამაზი გდებით სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ოქროს მედლების მოპოვების შანსი ჰქონდათ ლუკა მაისურაძეს და ლუხუმ ჩხვიმიანს, თუმცა ორივემ, სწორედ ფინალური შეხვედრა დათმეს, თუმცა ვერცხლის მედლებიც აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან ლუხუმი ტრავმის მორჩენის შემდეგ, პირველ ტურნირს ჭიდაობდა, მაისურაძე კი გამოცდილებას ნელ-ნელა იგროვებს და მომავალში შეცდომებისგან დაზღვეული იქნება. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრებმა, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე