104 ახალი სტატია

კვარაცხელია სერია A-ში?

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რომა“, „ნაპოლი“ და „დორტმუნდი“ – ეს ის კლუბებია, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით არიან დაინტერესებულნი. ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის თქმით, ხვიჩას შეძენა სწორედ მათ სურთ და ამ მხრივ აქტიურეობენ კიდეც. უფრო თუ დავკონკრეტდებით, მისივე ინფორმაციით, კვარაცხელიას მთავარი გამოცდის ჩაბარება მარტის ბოლოს მოუწევს.

25 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში შვედეთს სტუმრობს, 28 მარტს – ესპანეთს
ვმასპინძლობთ, 31 მარტს კი ისევ საბერძნეთთან გველის დაპირისპირება. ამ სამ შეხვედრაში, კვარაცხელია ნაკრების მთავარი ვიოლინო უნდა იყოს და რაც მთავარია, უცხოელები იმასაც დააკვირდებიან, ექვს დღეში გასამართ სამ შეხვედრას როგორ ფიზიკურ კონდიციებში შეხვდება ჩვენი „ოქროს ბიჭი“.