ფიფამ მსოფლიო გააოცა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამაოგნებელი რამ მოხდა. მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაცია ფიფა, პრაქტიკულად, ხელშეუხებელია. ეგ კი არა და, ნებისმიერი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოხსნა რომ გადაწყვიტოს იმავე ქვეყნის ხელისუფლებამ, უბრალოდ ვერ შეძლებს, რადგან ფეხბურთის ფედერაციები მხოლოდ ფიფას ემორჩილებიან და თუ სახელმწიფო მათ წინ წავა, ფიფა ქვეყანას ორგანიზაციიდან გარიცხავს, რაციმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის ვერცერთი კლუბი და ნაკრები, საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამიტომ უწოდებენ ფეხბურთის ფედერაციებს სახელმწიფოს სახელმწიფოში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფიფამ რუსეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება წაართვა და ამასთან ერთად, კლუბებიც ევროსარბიელს ჩამოაშორა. ჰოდა, სხვადასხვა ქვეყნებმა მოწოდება გააკეთეს, რომ ფიფას რუსეთი საერთოდ გაერიცხა, რაც ნათელი მაგალითი იქნებოდა იმისა, თუ ვის მხარეს არის ცივილიზებული სამყარო. გასულ უქმეებზე, ფიფას მორიგი კონგრესი გაიმართა და... რუსეთის გარიცხვის საკითხი არც კი დამდგარა. სამაგიეროდ, დღის წესრიგში დადგა ფიფაში ოთხ ოფიციალურ ენას (ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული) დამატებოდა მეხუთე და ფიფას მეხუთე ოფიციალური ენა... რუსული გახდა. ნამდვილად ვერ გეტყვით, დღევანდელ ვითარებაში, ვის თავში მოიხარშა და მომწიფდა ეს აზრი, მაგრამ ფაქტია, რომ წინადადება გავიდა და დამტკიცდა კიდეც.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე