ჩაკვეტაძე „ჰამბურგში“ გადავიდა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემევი გიორგი ჩაკვეტაძე სეზონის ბოლომდე II ბუნდესლიგის კლუბის, „ჰამბურგის“ ღირსებას დაიცავს.  ბელგიურმა „გენტმა“ ქართველი ნახევარმცველი გერმანულ კლუბშ საბოლოო გამოსყიდვის უფლებით, სეზონოს ბოლომდე იჯარის წესით გაუშვა.

იმის მიუხედავად, რომ „ჰამბურგი“ დღეის მდგომარეობით მეორე ბუნდესლიგაში გამოდის, ამ გუნდის სიდიადეს არ აკნინებს. თავის დროზე ძლევამოსილ კლუბს ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და ახლაც, უძლიერესთა შორის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. 20 ტურის შემდეგ, „ჰამბურგი“ II ბუნდესლიგაშ მეხუთე ადგილზეა, თუმცა ლიდერ „დარმშტადს“ სულ რაღაც 5 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან „სანქტ პაულს“ კი 3 ქულით, რაც ძალიან ცოტაა.

სეზონის ბოლოს, თუ გერმანელები გიორგის თამაშით კმაყოფილი დარჩებიან, მაშნ მის გამოსყიდვაზე იქნება საუბარი, თ არა და... მთავარია, ჩაკვეტაძე ტრავმებმა არ შეაწუხოს და მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მიეცეს, მისი ნიჭის პატრონს თავის დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს.