მამარდაშვილი გუნდს იცვლის - “ვალენსიამ” ახალ მეკარესთან კონტრაქტი დადო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სტოლე დიმიტრიევსკი ზაფხულში „ვალენსიაში“ გადავა – ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარე ვალენსიელებს კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა და მომავალი სეზონიდან „ღამურების“ კარს დაიცავს – ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს. ეს კი, დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დატოვებს.

„სტოლე დიმიტრიევსკიმ, ვისაც ამჟამინდელ კლუბ „რაიო ვალეკანოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს უმთავრდება, „ვალენსიასთან“ წინასწარი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

„ვალენსიის“ ხელმძღვანელობა მამარდაშვილის ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს, მის შემცვლელად კი დიმიტრიევსკის განხილავს, რომელიც „ვალენსიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება“, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა.