დანი ალვეში ციხიდან გამოუშვეს, რობინიო - ჩასვეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრები, ერთი მეორის მიყოლებით ეხვევიან უსიამოვნო ამბებში. ჯერ დანიელ ალვეშის ისტორია არ იყო გაციებული, რომ სამართალდამცავები ახლა მადრიდის „რეალისა“ და ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს, რობინიოს მიადგნენ და ციხეში თავი 9 წლით უკრეს.

„2017 წელს, იტალიის სასამართლომ, ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობისთვის, რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მოისაჯა. იმ დროისთვის ფეხბურთელი სამშობლოში იმყოფებოდა და ჩვენ ძიების პროცესს აქტიურად ვადევნებიდთ თვალს და იტალიური მხარისგან კონკრეტულ დოკუმენტებს ველოდით. ჩამოვიდა ყველა დოკუმენტი და ჩვენ დავრწმუნდით, რომ რობინიო მართლაც დამნააშავეა, თუმცა ბრაზილია საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი დაუსჯელი დარჩება - ის უკვე დაკავებულია და 9 წელს ბრაზილიის ციხეში მოიხდის“,-განაცხადა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა.

ამასობაში კი, სასჯელაღსრულებით დაწესებულება დანი ალვეშმა დატოვა. იმის მიუხედავად, რომ მას სასჯელი მისცეს, ადვოკატებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სასამართლო მზად იყო, ალვეში გაეშვა, თუმცა გირაოს სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვდა. თანხა მეგობარს ბრაზილიიის ნაკრების კდიევ ერთმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა გადაუხადა და ახლა ალვეში თავისუფლებაზეა, თუმცა ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს და მას როგორც ესპანური, ისე ბრაზილიური პასპორტი ჩამოართვეს.