„ვალენსიას“ შეფი - მამარდაშვილი იყიდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველა თანხმდება, რომ ესპანური „ვალენსიას“ მთავარი ვარკსკვლავი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ. ქართველი მეკარემ მართლაც საოცარ სეზონს ატარებს და ყველა თანხმდება, რომ ის ამ გუნდისთვის უკვე გადაზრდილია და კარიერა სხვა, უფრო ამბიციურ კლუბში უნდა გააგრძელოს. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ „ღამურები“ ქართველის გაყიდვას 40 მილიონ ევროდ შეეცდებოდნენ, მაგრამ ისე ჩანს, კლუბის მფლობელი პიტერ ლიმი, ბევრად იაფად შეელევა თავის მარგალიტს.

„მე პირველ რიგში ბიზნესმენი ვარ და მეკარე,რომელიც მილიონიც კი არ დამიჯდა, მარტივად გაიყიდება 25 მილიონად. დიახ, თუ მამარდაშვილში ამ თანხას შემომთავაზებენ, მე მას გავყიდი“,-ესპანელი ჟურნალისტი ამტკიცებს, პიტერ ლიმმა ეეს სიტყვები პირადად მითხრაო.

სტატია საქართველო-საბერძნეთის მატჩამდეა დაწერილი და გვერწმუნეთ (თან, ძალიან გვჯერა), თუ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, არამარტო მამარდაშვილის, არამედ ნაკრების ყველა ფეხბურთელის ფასი და მაათზე მოთხოვნა ძალიან გაიზრდება.