104 ახალი სტატია

სტალინის 70 წლის წინ დამარხული ძეგლი იპოვეს

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არხანგელსკის ოლქში  სტალინის ძეგლი მიწაში იპოვეს. იგი კომპარტიის აქტივისტებმა ამოთხარეს ამოთხარეს  და გადაწყვიტეს, რომ იგი არხანგელსკის ოლქის ახალ პარკში დაემონტაჟებინათ. სავარაუდოდ, ქანდაკება მიწაში იყო 50-იანი წლებიდან. ის მშვენივრად არის შენახული. მართალია, წლების განმავლობაში ბელადმა ცხვირი დაკარგა, მაგრამ ძეგლი უკვე აღდგენილია და 9 მაისამდე აპირებენ მის აღმართვას. „ვითხოვთ სტალინის ძეგლის დადგმას  არხანგელსკის რაიონის ქალაქ კარგოპოლის ახალ პარკში“  - ასეთი წინადადებით, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ადგილობრივი ფილიალის აქტივისტებმა მუნიციპალურ ხელისუფლებას მიმართეს. კარგოპოლსკის რაიონის ადმინისტრაციამ მოაწყო გამოკითხვა სოციალურ ქსელ ვკონტაკტე- ს ხელმომწერებს შორის ძეგლის დამონტაჟებასთან დაკავშირებით. 18 თებერვლის დილის მონაცემებით, 1.7 ათასი ადამიანიდან, ვინც ხმა მისცა, უმრავლესობა (71.4%) წინააღმდეგია ამ ინიციატივის.
მონუმენტი სტალინის ბიუსტია კიტელით, თაიგულით და ბავშვით ხელში. ძეგლი კარგოპოლში 2020 წლის ივნისში ჩაიტანეს,  და უკვე მუშაობენ კვარცხლბეკის დამზადებაზე.

2020 წლის ოქტომბერში რუსეთის კომუნისტური პარტიის კარგოპოლის ადგილობრივმა ფილიალმა ჩაატარა კვლევა სამხედრო დიდების ახალ პარკში ძეგლის დამონტაჟების შესახებ, რომელშიც 195 ადამიანი მონაწილეობდა. მოსახლეობისადმი მიმართვაში კომუნისტები მიუთითებენ, რომ მხოლოდ ხუთმა გამოთქვა უთანხმოება.

კარგოპოლი არის პატარა ქალაქი არხანგელსკის რეგიონში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 10 ათასი ადამიანია. ქალაქის პირველი მოხსენიება XII საუკუნეს უკავშირდება; კარგოპოლი რუსეთის ჩრდილოეთით ერთ-ერთ უძველეს ქალაქად ითვლება. დღემდე შემორჩენილი შენობების უმეტესობა აშენდა მე –17 - მე –18 საუკუნეებში. კარგოპოლში 11 ეკლესიაა - რუსული თეთრი ქვის არქიტექტურის ძეგლები. 1937 წელს აქ მდებარეობდა Kargopollag -ი გულაგის ერთ – ერთი ბანაკი. კარგოპოლის მუზეუმის მონაცემებით, მასში პატიმართა რიცხვი 30 ათას ადამიანს აღწევდა