ტერიტორიულ რეზერვში მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ტერიტორიულ რეზერვში მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო?
?️ტერიტორიულ რეზერვში ამ ეტაპზე მიიღებიან კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18 დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები 18 დან 22 წლის ჩათვლით.
 
?️კონტრაქტი და ანაზღაურება:⏬
• ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი;
• მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას, ისინი ხელფასს სრულად აიღებენ;
• რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია;
?️მიღების პროცედურები მოიცავს:⏬
• სამხედრო - სამედიცინო შემოწმებას;
• ფსიქოლოგიური ტესტირებას;
• გასაუბრებას;
სავალდებულო და/ან საკონტრაქტო სამსახურგავლილი პირებიდან პრიორიტეტი ენიჭება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სამხედრო და საბრძოლო გამოცდილების, ან შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მქონე პირებს.
?️საბრძოლო მომზადება ითვალისწინებს:⏬
• წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე;
• შეკრებაზე გამოცხადების თარიღები წინასწარ არის ცნობილი;
• ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეზერვისტი რეალურ საბრძოლო უნარებს იძენს.
?️რეზერვში სამსახურის დროს:⏬
• რეზერვისტი სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით;
• უზრუნველყოფილა სოციალური და სამართლებლივი დაცვით;
• სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
?️განაცხადების მიღება:⏬
საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
➡️ქ. თელავი - ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა, თამარის ქ. N36; ტელ: 591 17 55 03; 577 19 58 26
➡️გარდაბნის რ-ნი სოფ. მთისძირი - წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“
ტელ: (995) 577 19 82 83
➡️სენაკი - დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა, ცერცვაძის ქ. #1
ტელ: 595 80 49 42
➡️ბათუმი - ეროვნული გვარდიის მე - 10 კადრირებული ბრიგადა, ადლიის ქ.# 76, ტელ: 591 17 55 14; 577 19 73 05
➡️მსურველებს ასევე შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge
?ამ ეტაპზე შერჩეული
რეზერვისტების შეკრება, ივლისის თვეში დაიწყება.