დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქალაქ რუსთავში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას, 1-ლი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეძლებენ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:
რუსთავი, კოსტავას ქ.N20;გორი, სამების ქუჩა N1;ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.ამ ეტაპზე, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
სააგენტოს უკვე გადმოეცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ქალაქ რუსთავში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები აშენდება.
რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი