დედაქალაქი
გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობა დაიწყო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობის საწყისი ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვინაიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გოთუას ქუჩის დამაკავშირებელი ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეწყოს კიდევ ერთი პანდუსი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა. გათვალისწინებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაც.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პანდუსის მშენებლობა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩასვლა პრობლემას წარმოადგენს და საავარიო სიტუაციები იქმნება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ალტერნატიული პანდუსის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული გზა იქნება ცალმხრივი და მასზე იმოძრავებენ სანაპიროდან გოთუას ქუჩისკენ წამოსული ავტომანქანები, ხოლო ახალი პანდუსი გათვალისწინებული იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. სამი თვე დასჭირდება სამუშაოებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.
სამგორის გამგეობამ ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე წყალარინების რეაბილიტაცია განახორციელა
სამგორის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ქვემო სამგორში, ბოგდან ხმელნიცკის მეორე შესახვევში, №8 კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 120 გრძივი მეტრის მოცულობის ქსელის მოეწყო. სამუშაოებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 61 245 ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელის მოადგილე კახა ბოლქვაძე გაეცნო.
სამგორში, სოფელ ნასაგურში, ნაძვების ქუჩის რეაბილიტაცია და ეზოების მოასფალტება დასრულდა
სამგორში, ლორთქიფანიძის N22 კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა
სამგორის გამგეობის ორგანიზებით ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს
თბილისის მერია აპლიკაციას ქმნის, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ
თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე - „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან.
„ფიქს თბილისი“ - ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს. იგი იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ინფორმაციას.
„საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა აღნიშნული აპლიკაციის ამუშავება, რადგან ქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა მასზე ოპერატიული რეაგირება. ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ეს აპლიკაცია და თქვენთან, მოქალაქეებთან ერთად გვეზრუნა თითოეული პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიული და ამასთან, იმ საკითხების ნუსხა გავზარდოთ, რომლის დაფიქსირებას მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით შეძლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება, სადაც მოქალაქეები განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ, თუ რა ეტაპზეა მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.
„მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობს.
„აპრილში წარვადგენთ ამ აპლიკაციას ფართო საზოგადოების წინაშე, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას მისი გამოყენების შესახებ და გაჩვენებთ ვიზუალურად. დღეს, მოქალაქეები როდესაც კონკრეტულ დაზიანებებს ნახულობენ, რეკავენ ცხელ ხაზზე, უღებენ ფოტოს, დედაქალაქის მერიას ნიშნავენ სოციალურ ქსელში, პირადად მეც მიგზავნიან მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, გვინდა ეს მიდგომები გავამარტივოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სამგორის გამგეობამ სოფელ წინუბნის გზის ასფალტ-ბეტონით მოწყობა დაიწყო
სამგორის რაიონის გამგეობამ სოფელ წინუბანში, იალნოს ქუჩის I – II – III ჩიხებსა და მანგლისის ქუჩაზე გზის ასფალტ -ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გზის საფარი, 8 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზე მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია, დაახლოებით, 500 000 ლარი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
სამგორის რაიონში, უძოს ქუჩაზე, საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა მე-3 მასივში, უძოს ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთზე, საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. დაგეგმილია ლითონის დამცავი ღობეების მოწყობაც. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ჯამში, 82 750 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ, სამგორის რაიონის Facebook ლინკი
სამგორის გამგეობაში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
სამგორის რაიონის გამგეობის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით, საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს, მოსწავლეებისთვის გამგეობის მიერ მიმდინარე წელს ახალგაზრდული მიმართულებით განსახორციელებელი პროექტებისა და აქტივობების პრეზენტაცია, თვითმმართველობის საქმიანობაში მათი როლის გაზრდისთვის მოტივაციის ამაღლება და მოსწავლეთა ინიციატივების წახალისების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის შესახებ დეტალურად ისაუბრეს და აღნიშნული პროექტის შესახებ მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და
ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მეგი როსტიაშვილი დაესწრნენ.
მოსწავლეებთან მსგავს ფორმატში შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ორი ახალი პროგრამა შემუშავდა
ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორი ახალი პროგრამა შემუშავდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლება ვერ მოხდება. შესაბამისად, თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად შეიმუშავეს ახალი პროგრამები.
„ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თბილისის განვითარების ფონდი სრული დატვირთვითაა ჩართული ძველი თბილისის, ისტორიული უბნების განახლება-რეაბილიტაციის პროცესში. გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, გამგეობები ახორციელებენ ათეულობით ასეთი შენობა-ნაგებობების გამაგრება-რეაბილიტაციას. იმდენად ბევრი შენობაა ავარიული, რომ მხოლოდ ამ პროგრამებით რთული იქნება მივიღოთ შედეგი, რასაც საზოგადოება ელოდება. ჩვენ ავამოქმედეთ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ძველ თბილისს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებია, იქ არსებულ პროგრამას ვერ გამოვიყენებდით. რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ მე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შეემუშავებინათ კონკრეტული ხედვა და პროგრამა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ისტორიულ უბნებში. გუნდმა დედაქალაქის საკრებულოსთან ერთად, იმუშავა და შემუშავდა ორი პროგრამა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, პირველი პროგრამით, ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროცესში ბიზნესსექტორი ჩაერთვება, უშუალოდ პროექტის შედგენას, ხარჯთაღრიცხვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
„პირველი პროგრამის მიხედვით, ბიზნესსექტორს, ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ბიზნესი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც უნდა მდებარეობდეს აუცილებლად ისტორიული უბნების გარეთ (და არა ისტორიულ უბანში) გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და მიანიჭოს კონკრეტული პარამეტრები. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს. ამდენად, ბიზნესის ჩართულობის ეს მოდელი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ მშენებლობები არ განხორციელდეს ზედმეტი მოცულობებით და მაქსიმალურად დავიცვათ ისტორიული უბნების იერსახე, მეორე მხრივ კი, დავიცავთ და ხელს შევუწყობთ ავარიული სახლების მესაკუთრეებს, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი და ყოფითი პირობები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება მეორე პროგრამას, კახა კალაძის თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით თბილისის მერიამ უზრუნველყოს.
„მესაკუთრეების მხრიდან ერთობლივი მომართვის და თანხმობის შემდეგ თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალურ გეგმარებით გადაწყვეტილებას და ეს დეტალური ინფორმაცია ორი თვის განმავლობაში თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება. დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში, თბილისის მერია მიაწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ტერიტორიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის განთავსებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ აღნიშნული ქონება გავა აუქციონზე. საბოლოოდ, აუქციონზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასს შევთავაზებთ მესაკუთრეებს და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით მოხდება ამ ქონების რეალიზება. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეებს ექნებათ სურვილი, აუქციონი გამოცხადდეს მათ მიერ დასახელებული ფასის შესაბამისად, ცხადია, თბილისის მერია ამასაც სრულად უზრუნველყოფს. ანუ, აუქციონი გამოცხადდება მესაკუთრეების ნების შესაბამისად, მათივე მითითებული ან საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებული ფასის თანახმად“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე განხორციელდება.
ქვემო სამგორში, ქინძმარაულის შესახვევში, გზის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქვემო სამგორში, ქინძმარაულის შესახვევში, N4-დან N25 კორპუსამდე გზის მოწყობა-რეაბილიტაცია ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებულია დაახლოებით, 8 000 კვ. მეტრის გზის კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდება შიდა კვარტალური გზები.
ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რეაბილიტირდება შიდა ეზოები.
პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით, 500 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე კახა გულედანი, რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან და გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.