ქალს, რომელმაც შეყვარებული დაჭრა, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

28 წლის ქალს, რომელსაც შეყვარებულის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის გადახდის შემდეგ ბრალდებული საპატიმროს დატოვებს.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ ქალზე შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და აღნიშნა, რომ ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან კონფლიქტი წყვილს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტი ფონიჭალაში 23 მარტს მოხდა.