დაბალი ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰავაის უნივერსიტეტის სწავლულებმა გამოკვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ დაბალი და საშუალო სიმაღლის ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მაღლები. ეს შედეგები მეცნიერებმა რამდენმე ათასი ამერიკელის გამოკვლევით მიიღეს, რომელთა მშობლიურ ქვეყანასაც იაპონია წარმოადგენდა. მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს - პირველში აღმოჩნდნენ 158 სანტიმეტრზე დაბალი ადამიანები, მეორეში - 163 სანტიმეტრზე მაღლები. სტატისტიკამ აჩვენა, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა პირველი ჯგუფის მოხალისეებში უფრო მეტი იყო.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამის საიდუმლო, შესაძლოა, გენ FOX 3-ის არსებობაში იმალებოდეს. ეს სტრუქტურა პასუხისმგებელია დღეგრძელობაზე, არეგულირებს სისხლში ინსულინს და აქვეითებს სიმსივნური დაავადებებისადმი მიდრეკლებას. საინტერესოა, რომ გამოვლენილი კანონზომიერება ადვილი შესამჩნევია არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ, ცხოველებსა და მწერებშიც კი. უახლოეს მომავალში, სწავლულები მსგავსი კვლევის ჩატარებას სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის აპირებენ - ეს მათ უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღების საშულებას მისცემს.