ინდოეთში სპილოები გამოთვრნენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთში, ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებს, დილით უჩვეულო სანახაობა დახვდათ: მათი სპირტიანი სასმელის ჭურჭელი ცარიელი და გატეხილი იყო, შორიახლოს კი ოცამდე სპილოს ეძინა. ადგილობრივების თქმით, ცხოველებმა ტყის პირას დალაგებული ჭურჭელი იპოვეს, რომელშიც მოსახლეობა ტრადიციულ სასმელს - მაჰუას ამზადებდა. მთვრალ სპილოებს ისე ღრმად ეძინათ, რომ მათი გონზე მოყვანა გაუჭირდათ. ადგილობრივებმა და გარემოსდამცველებმა სპილოების გასაღვიძებლად დასარტყამი ინსტრუმენტები გამოიყენეს, ამ ხმაზე ცხოველებს გაეღვიძათ და გაიქცნენ. სპეციალისტების თქმით, მაჰუას გემო სპილოებს ძალიან მოსწონთ, სასმელის სუნს შორ მანძილზეც კი გრძნობენ და მისკენ მიდიან. ცხოველების გამოთრობა ხშირად ფატალურად სრულდება. ამჯერად, ალკოჰოლის მოყვარული სპილოები სიკვდილს გადაურჩნენ.