15 წლის გოგონას წყალზე ალერგია აქვს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელ მოზარდს, ებიგეილ ბეკს აქვაგენური ალერგია აქვს, რის გამოც მისი სხეული განსაკუთრებით მგრძნობიარეა წყლის მიმართ. კოლეჯის 15 წლის სტუდენტი აცხადებს, რომ წყალთან კონტაქტისას, მას ცრემლები მოსდის. ტირილს ვიწყებ, სახე მიწითლდება და მიხურს, - აცხადებს გოგონა. ამ სასიცოცხლო სითხის მიღებისას, მას ღებინება და მკერდის არეში ტკივილი ეწყება. უკვე ერთ წელზე მეტია, ებიგეილი წყურვილს კომპოტებითა და ენერგეტიკული სასმელებით იკლავს. ორგანიზმის ამ თავისებურების გამო, მოზარდი რეჰიდრატაციისთვის აბებს სვამს, იღებს ანტიჰისტამინურ პრეპარატებსა და სტეროიდებს. ებიგეილი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. გოგონა აცხადებს, რომ სურს, მეტი ისაუბროს თავისი მდგომარეობის შესახებ, რათა მოსახლეობაში გაიზარდოს ცნობდობა ამ დაავადების მიმართ.