შვეიცარიაში, ხის ცათამბჯენს ააშენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიაში, ქალაქ ვინტერტურში, ხის ცათამბჯენს - Rocket&Tigerli-ს ააშენებენ. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის შენობა იქნება. შენობა ოთხი, სხვადასხვა სიმაღლის კორპუსს მოიცავს, ერთ-ერთი მათგანის სიმაღლე 100 მეტრი იქნება. ამჟამად, ყველაზე მაღალი ხის შენობა ნორვეგიაში მდებარე მიოსტორნეტის კოშკია, რომლის სიმაღლეც 85.4 მეტრია. ახალ, შვეიცარიულ პროექტზე დანიური ბიურო Schmidt Hammer lassen-დან მუშაობენ არქიტექტორები, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად. ვარაუდობენ, რომ ხის ცათამბჯენი 2026 წლისთვის აშენდება. მას ყოფილი სარკინიგზო ქარხნის ადგილას განათავსებენ, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ სივრცეს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, რესტორანსა და ბარს, სავაჭრო ფართებსა და სასტუმროს.