"გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ მებრძოლს, თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთ შემოქმედს, ემიგრაციაში ყოფნის ურთულეს დღეებშიც არ დაუკარგავს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რწმენა.

“დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.

სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებულ მებრძოლს, თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთ შემოქმედს, ემიგრაციაში ყოფნის ურთულეს დღეებშიც არ დაუკარგავს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რწმენა.

„არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“ - მისი ეს სიტყვები სწორედ საქართველოს, მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიოების უკვდავების იდეას განასახიერებს.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გასულ წელს შესაძლებლობა მოგვეცა გიორგი კვინიტაძის ნეშტი, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, სამშობლოს მიწისთვის მიგვებარებინა.

დიდი მამულიშვილის, გიორგი კვინიტაძის სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის, მომავალი თაობების მეხსიერებაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.