UNDP-ის რეგიონული დირექტორი - ირაკლი ღარიბაშვილს დავუდასტურე გაეროს განვითარების პროგრამის ერთგულება ქვეყნის მხარდაჭერის მიმართ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მისი თქმით, პრემიერს კიდევ ერთხელ დაუდასტურა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა არაერთი მიმართულებით.

“დღეს მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის სიამოვნება, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის ერთგულება ხელახლა დავუდასტურე ქვეყნის დახმარების მიმართ ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ეროვნული განვითარება პანდემიით გამოწვეული გლობალური გამოწვევების, კლიმატის ცვლილებისა და ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე”,- აცხადებს მირიანა სპოლიარიჩ ეგერი.