ჯილდო მომავალი უძილო ღამეებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფეხმძიმე მალაიზიელმა ბლოგერმა, რომელიც TikTok-ზე აქვეყნებს ვიდეოებს, საკუთარი მეუღლე სასიამოვნოდ გააოცა - მომავალი უძილო ღამეებისთვის, რომელიც ქმარს ბავშვის გაჩენის შემდეგ ელოდება, ის ლამბორგინით დაასაჩუქრა. 19 წლის ანის ოსმანმა საოცნებო ცისფერი ავტომობილი Lamborgini Huracan Evo, რომლის ღირებულებაც 200 ათასი დოლარია, საყვარელ მეუღლეს ავტოსალონში, წითელი ბაფთით შეკრული დაახვედრა. კელანტანის შტატში, სადაც ბლოგერი ცხოვრობს, ტრადიციის მიხედვით, მშობიარობის შემდეგ, ქალი 100 დღის განმავლობაში საქმეს არ აკეთებს, მდგომარეობის გართულება რომ აირიდოს თავიდან. ამ ხნის განმავლობაში, ანისს ქმრის, 20 წლის მეწარმის - ველდან ზულკეფლის დახმარების იმედი აქვს. ამ ხნის მანძილე მას მოუწევს, მარტომ შეასრულოს მშობლის მოვალეობა, მაგალითად, ბავშვისთვის საფენებს გამოცვლა. სწორედ ამიტომ, ქალმა გადაწყვიტა, წინასწარ დაეფასებინა მეუღლის უძილო ღამეები, რაც მას მომავალში ელოდება.