მაღვიძარა ყავასაც კი მოგიმზადებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არომატული ყავა აფხიზლებს. თუმცა, ხშირად, საწოლიდან ადგომა და სასმელის მომზადება უჭირთ. ლონდონურმა დიზაინერულმა კომპანიამ - Joy Resolve, ეს პრობლემა გადაჭრა და „ჭკვიანი“ მაღვიძარა შექმნა, რომელიც თავად მოამზადებს ყავას ან ჩაის. გარდა შთამბეჭდავი დიზაინისა, რომელიც რეტრო-სტილშია გადაწყვეტილი, გაჯეტს - Barisieur Immersion Edition, რამდენიმე საინტერესო ტექნოლოგიური შესაძლებლობაც აქვს, რომელთა წყალობითაც შესანიშავი შედეგი დგება. ამ უნიკალურ მოწყობილობას, რომელიც მინიატურულ ლაბორატორიას ჰგავს კოლბებით, ციფრული დისპლეი აქვს, ჰერმეტულ კონტეინერებში კი ინგრედიენტების ერთკვირიანი მარაგი ინახება. „ჭკვიანი“ მაღვიძარა უკვე ხელმისაწვდომია და წინასწარი შეკვეთით, მსურველს ის 420 დოლარი დაუჯდება.