მობილურ ტელეფონებს მუზეუმი გაუხსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იდეის ავტორები ბრიტანელი კოლექციონერები - ბენ ვუდი და მეტ ჩატერლი არიან. ონლაინ-მუზეუმის დამფუძნებლები ექსპონატებს საჩუქრად იღებენ, მათ ფოტოებს უღებენ, კატალოგში ამატებენ და შემდეგ უსაფრთხო საცავში აგზავნიან. კოლექცია თითქმის ყოველდღიურად ივსება, თითეული გამჩუქებელი კი მითითებულია საიტზე.

ტელეფონების ონლაინ-მუზეუმში, შეგილიათ ნახოთ თქვენთვის საინტერესო მოწყობილობა, დაათვალიეროთ მისი ფოტოები მაღალი ხარისხით, გაიგოთ მისი შექმნის ისტორია და მახასიათებლები. მობილურები რამდენიმე კატეგორიადაა დაყოფილი - „ყველაზე პირველი მოდელები“, „ყველაზე გაყიდვადი“, „ყველაზე მახინჯები“, „ტელეფონები ფილმებიდან“, „ჯეიმს ბონდის ტელეფონები“, „იაპონურები“, „მდიდრულები“ და „მოდური ტელეფონები“.