პიცა - საუკეთესო აფროდიზიაკი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნევროლოგმა ალან ჰირშმა იმ პროდუქტების სია შეადგინა, რაც მამაკაცს ყველაზე მეტად აღაგზნებს. მისი თქმით, პირველ რიგში, ასეთ საკვებს მიეკუთვნება შოკოლადი, პიცა და საქონლის შემწვარი ხორცი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ შოკოლადის სურნელი მამაკაცს არა მხოლოდ რომანტიკულ განწყობზე აყენებს, არამედ, სუსტი სქესის წარმომადგენლებიც კი, მათთვის უფრო მომხიბვლელები ჩანან. პიცისა და შემწვარი ხორცის არომატი კი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. აფრიდიზიაკების სიაში აღმოჩნდა აღმოსავლური სანელებლები, „კოლა“, კრემიანი ღვეზელები, პოპკორნი და გოგრის ღვეზელი. ექსპერიმენტებისას, გოგრის ღვეზელისა და ლავანდის სურნელი იდეალური შერწყმა აღმოჩნდა - ასეთი ეფექტი ქალის არც ერთ სუნამოსაც კი არ აღმოაჩნდა.