სამსახურში ძილი პოპულარული ხდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, დღის ძილის პროცედურებს ატარებენ, რომელსაც საკუთარ თანამშრომლებს კომპანიები უფინანსებენ. ძნელია, თავს მოდუნება დააძალო, მაგრამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ეს გაცილებით ადვილია შუადღესაც კი. „ინსტრუქტორი გვეხმარება მენტალური პაუზის გაკეთებაში და მინი-შვებულებაში გვაგზავნის ნახევარი საათით“, - ამბობს ამ „მეცადინებობების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი Sofia Future Farm-ის ცენტრიდან.

უამრავ კერძო კომპანიაში, ასევე, ეკლესიებსა და სკოლებშიც დაიწყეს სამუშაო დროიდან ნახევარი საათის გამოყოფა „შუადღის ძილისთვის“. ეს გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ ამგვარი შესვენების შემდეგ, ადამიანი თავს გაცილებით უკეთ და თავდაჯერებულად გრძნობს. თუკი ადრე, ფინეთში, სამსახურში ძილი სიზარმცესთან ასოცირდებოდა, ახლა მას პროდუქტიულობას უკავშირებენ.