როგორც იქნა - უილშირმა კარიერა განაახლა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯეკ უილშირი ის კაცია, ვინც თავის დროზე ლონდონის „არსენალის“ კაპიტანი გახლდათ და ინგლისის ნაკრებში 10-ნომრიანი მაისური ეცვა, თუმცა 2021 წლის სეზონის ბოლოს, მოულოდნელად ყველაფერი დასრულდა. 29 წლის ფეხბურთელის დამატება არავინ მოისურვა. ჰო, არავინ, არ გამოჩნდა გუნდი, რომელსაც უილშირი დასჭირდებოდა და ეს იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელი არასდროს ყოფილა შემჩნეული დისციპლინის დარღვევაში და რაც მთავარია, მოედანზე სარგებელი აშკარად მოჰქონდა.

„არც კი ვიცი, რა ვიფიქრო, შვილი მეკთხება, რატომ აღარ ვთამაშობ ფეხბურთს და მე პასუხი არ მაქვს“,-აცხადებდა ცოტა ხნის წინ უილშირი.

ახლა კი გაირკვა, რომ ფეხბურთელი კარიერას დანიურ „ორჰუსში“ გააგრძელებს. მართალია, „ორჰუსი“ უძლიერესი გუნდდი ნამდვილად არ არის და 18 ტურის შემდეგ, დანიის ჩემპიონატში მეშვიდე პოზიციას იკავებს, მაგრამ უილშირისთვის ახლა მთავარი თამაში და იმის დამტკიცებაა, რომ ნაადრევად ჩამოწერეს. ჰო, მის პრეზენტაციას „ორჰუსის“ სტადიონზე იმაზე მეტი გულშემატკივარი დაესწრი, ვიდრე მატჩებზე დადის და ინგლისელს კლუბმა 10-ნომრიანი მაისური დიდი იმედით მოარგო.