მსუქნებს ჯანსაღად კვებისთვის დააჯილდოებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანეთის ხელისუფლებამ, მოსახლეობის ჭარბ წონასთან საბრძოლველად გეგმა შეიმუშავა და მსუქან ადამიანებს გარკვეულ შეღავათებს, ბონუსებსა და ფასდაკლებებს შესთავაზებს, თუ ისინი ცხოვრების ჯანსაღ წესს მიმართავენ. ამ ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, მთავრობა დარეგისტრირებულ ადამიანებს, ხილისა და ბოსტნეულის მიღებაზე გააკონტროლებს. გარდა ამისა, გაკონტროლდება ოჯახის ხარჯები სუპერმარკეტებში და ვისაც მეტი ხილ-ბოსტნეულის შეძენით, კალორიების შემცირება დაუფიქსირდება, ჯილდოს მიიღებს. აპლიკაცია თვალ-ყურს მიადევნებს და დააჯილდოებს მათაც, რომლებიც მეტს ივლიან ფეხით სკოლასა თუ სამსახურში. ნისლიან ალბიონზე ვარაუდობენ, რომ ეს პროგრამა შეძლებს, რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსახლეობაში სიმსუქნის დონე შეამციროს.