ვახტანგ გომელაურმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე.

ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე დანაშაულის რაოდენობის კლების, ასევე, გახსნის სტატისტიკა განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

სამუშაო თათბირზე, ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.