საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიის - #ნუწაართმევბავშვობას ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გიწვევთ ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად.ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 24 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს. ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ ფოტო, კონკურში მონაწილეებმა 2021 წლის 10 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო:I ადგილი - წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 800 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერიII ადგილი - წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერიIII ადგილი - წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერიკონკურსში მონაწილე ყველა პირს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.კონკურსში მონაწილეობის პირობებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე
შსს-ს კამპანიის - ”ნუ წაართმევ ბავშვობას” ფარგლებში ფოტოკონკურსი გამოცხადდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი