სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს 13 თანამშრომელს სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს სასროლეთზე განხორციელდა და მასში ჩართულნი იყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ინსტრუქტორები.
საველე სწავლება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა საბრძოლო სროლებს 30 მმ ყუმბარმტყორცნი აგს-17 დან.
მსგავსი ტიპის სწავლებები მესაზღვრეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.