„ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, 5 წელიწადში, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად“ - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ერთადერთი მიზანი ამაც პოლიტიკაში მოიყვანა, ეს ქვეყნის გაერთიანება და მას აქვს გეგმა, რომლითაც ამ მისიას შეასრულებს.
მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ არსებული ვითარების შესაცვლელად ყველა მოქალაქე უნდა იყოს აქტიური და ხმა უნდა მისცეს ცვლილებას. აუცილებლად უნდა იქნას შემოტანილი ელექტრონული ხმის მიცემის მექანიზმი, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს. ქვეყნის მართველობის სისტემა უნდა იყოს კოალიციური.
„დაახლოებით 5 წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით.
ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, დარწმუნებული ვარ ეს ესე მოხდება, სადაც, ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების. იმიტომ, რომ მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ.
ეს იქნება ადგილი სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებად - ეს IT-ის ეხება და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს.
საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. იმიტომ, რომ პირველ რიგში მისია უნდა დავიბრუნოთ და ეს მისია და ეს ფუნქცია უნდა იყოს ქვეყნის გარეშე, ანუ საქართველო მაქვს მხედველობაში - არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.