ავეჯი გაქირავებით - მაღაზიების ქსელმა IKEA, კლიენტებს უჩვეულო მომსახურება შესთავაზა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავეჯის მაღაზიების ქსელმა IKEA, კლიენტებს უჩვეულო მომსახურება შესთავაზა - მათ ახლა შეეძლებათ, ყიდვის ნაცვლად, მოწონებული ავეჯი იქირაონ და შემდეგ ისევ დააბრუნონ. დასაწყისისთვის, კომპანია საოფისე ავეჯის გაქირავებას იწყებს, მერე კი - სამზარეულოს ავეჯსაც გააქირავებს. როდესაც იჯარის ვადა ამოიწურება, ავეჯს უკან დააბრუნებენ და სხვა რამეს იქირავებენო, - ამბობს კომპანიის მმართველი და დასძენს, გადაყრის ნაცვლად, ავეჯს ცოტა ხელს შევავლებთ, გავყიდით და ასე გავუგრძელებთ სოცოცხლეს პროდუქციასო. ამ ღონისძიებით, კომპანიამ ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანია, გარემოს დაცვა და საწარმოო ნარჩენების შემცირება.