ლეონარდოს ნახაზებით დრონი ააწყვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მერილენდის უნივერსიტეტის ასპირანტმა, ოსტინ პრეტემ უპილოტო კვადროკოპტერი ლეონარდო და ვინჩის XV საუკუნის ესკიზებით შექმნა. 1480 წელს, იტალიელმა გენიოსმა ერთადგილიანი მფრინავი აპარატის კონსტრუქცია დახაზა, რომელიც საჰაერო ვინტების დახმარებით მოძრაობს. ამ იდეის შესამოწმებლად, უნივერსიტეტის ინჟინრებმა, ორი წლის წინ, ძველი ტექნოლოგიის ტესტირება მოაწყვეს, რაც წარმატებით ჩატარდა. მოგვიანებით კი, პრეტემ დრონი ააწყო, რომელშიც და ვინჩის ეს კონსტრუქცია გამოიყენა და რამდენიმე მოკლე ფრენაც განახორციელა. ასეთი შედეგით, თავად სპეციალისტებიც კი გაოცებულები დარჩნენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ლეონარდოს ტექნოლოგია დიდი მფრინავი აპარატებისთვისაც გამოდგება, რომელიც ადამიანებსაც გადაიყვანს.