სვანეთი, კურორტი თეთნულდი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრებას მასპინძლობს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სვანეთი, კურორტი თეთნულდი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრებას მასპინძლობს.
საკვალიფიკაციო ეტაპში 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობს საქართველოდან და მსოფლიოს 20 ქვეყნიდან. მათ შორის: საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა.
 
ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის. აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.