ნიკოტინის პრეზერვატივები მოწევის გადასაჩვევად

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედმა სწავლულებმა მოწევისგან თავის დასაღწევად საკმაოდ ექსტრავაგანტული მეთოდი მოიფიქრეს. ნიკოტინის პლასტირების, საღეჭი რეზინებისა თუ ელექტრონული სიგარეტის ნაცვლად, ისინი ნიკოტინური პრეზერვატივების გამოყენებას გვთავაზობენ. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს არა მხოლოდ უარს გათქმევნებთ მავნე ჩვევაზე, არამედ, დაგიცავთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და დაუგეგმავი ორსულობისგან. სიახლის ავტორების თქმით, პრეზერვატივი ორგანიზმს ნიკოტინის გარკვეულ დოზას მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ კომპანია Pharmacia Latex Aktiebolaget-თვის, რომელმაც სიახლე დაამზადა, ეს ექსპერიმენტი პირველი არ არის - ადრე ისინი კოფეინის შემცველ პრეზერვატივებს ყავის მოყვარულებისთვისაც უშვებდნენ.