ბოლქვაძემ გერმანიაში იპირველა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, გერმანიის ქალაქ ალტერკირჰენში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მისი საპრიზო ფონდი 60 ათას დოლარს შეადგენდა და ჩვენთვის საინტერესო იმით იყო, რომ როგორც წყვილთა, ისე ერთეულთა თანრიგში, ბედს მარიამ ბოლქვაძე სცდიდა. სამწუხაროდ, ერთეულთა თანრიგში მარიამმა ფინალში ვერ გააღწია, ნახევარფინალში დამარცხდა, თუმცა წყვილთა თანრიგში, ბრიტანელ სამანტა მარი შერანთან ერთად ფინალამდე მივიდა, იქ კი შვეიცარიელების დუეტი ბანდეჩი/ვალვერტი ანგარიშით 6:3, 7:5 დაამარცხა.

მართალია, ტურნირი არ არის იმ დონის, ზარებს შემოვკრათ, მაგრამ წარმატება მაინც მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, ბოლქვაძეს ევროპელი თუ ამერიკელი ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.