მშვილდოსანი გინესის წიგნში მოხვდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დანიელი მშვილდის მტყორცნელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა _ მან ზედიზედ შვიდი ისარი გააძვრინა გასაღების ჭუჭრუტანაში. რეკორდსმენს ლარს ანდერსენი ჰქვია და როგორც აღმოჩნდა, მისთვის სიახლე არ არის საკუთარი მშვილდისრით მსოფლიო რეკორდების დამყარება. მაგალითად, ანდერსენი ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, ვისაც შეუძლია ათი ისრის გასროლა სულ რაღაც 4.9 წამში. სულ ცოტა ხნის წინ კი, მან აი, ასეთი რეკორდი დაამყარა - დანიელმა ოსტატმა ზედიზედ შვიდი ისარი გააძვრინა გასაღების ხვრელში, რომლის დიამეტრიც 10 მილიმეტრზე ნაკლები იყო. თანაც, ანდერსენი მიზნიდან საკმაოდ შორს, რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობდა. ლარსი ამბობს, რომ ამ შედეგს მან თავდაუზოგავი ვარჯიშების შედეგად მიაღწია.