სუნამოს პიცის არომატიც მიანიჭეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადაში, პოპულარული პიცერიის ქსელმა Pizza Hut, „ფეისბუქის“ მომხმარებლებისთვის ახალი პარფიუმი გამოუშვა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. სუნამოს ახალგამომცხვარი პიცის სურნელი აქვს. გასულ ზაფხულს, პიცერიის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში მათი გვერდის ხელმომწერები გამოკითხეს იმის გასარკვევად, უყვართ თუ არა არომატი, რომელიც ცხელ-ცხელი პიცის ყუთის გახსნისას დგება. გამოკითხვა შედეგიანი აღმოჩნდა და კომპანიამაც ახალი სურნელის შექმნა გადაწყვიტა. ჯერჯერობით, Eau De Pizza Hut-ის მხოლოდ 110 ეგზემპლარი გამოვიდა და შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ის „ფეისბუქის“ მომხმარებლებს დაურიგეს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სწრაფი კვების ობიექტი პარფიუმერულ ნაწარმს უშვებს. ადრე  Burger King-მა შემწვარი ხორცის არომატიანი სუნამო გამოუშვა, რომლის შეძენაც სწრაფი კვების ამ ობიქტში მომხმარებელს 4 დოლარად შეეძლო.