პრემიერ-მინისტრი Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს ჯარედ კოენს შეხვდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის - Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს ჯარედ კოენს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული მდგომარეობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ გასულ წელს, მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული გართულებებისა, საქართველო განაგრძობს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი.

ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2022 წელს 47,36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.